ახალი ამბები
"ამომრჩეველს მოუწევს არჩევანი გააკეთოს ორ კანდიდატს შორის" - ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისია
FaceBook
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის  განცხადებით, არჩევნების პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

"მშვიდ გარემოში დარღვევები გარეშე მიმდინარეობს არჩევნები ამ ეტაპზე, მიუხედავად დეკლარილებული განაცხადისა, ბიულეტენში კვლავ რჩება ორი სუბიექტი, ასე რომ ამომრჩეველს მოუწევს არჩევანი გააკეთოს ორ კანდიდატს შორის," - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგიჭიღვარიაა, რომელმაც ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა,

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის 123 სამოქალაქო უბანი, ხოლო ერთი სპეციალური უბანი N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს. ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.






Print