ახალი ამბები
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადის ნაკრები ანგარიშით 54:22 დაამარცხა
FaceBook
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრების ბორჯღალოსნებმა კანადა სარეკორდო სხვაობით, 54:22 დაამარცხეს 

"დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში ლელოები მორაგბეებმა სოსო მათიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, ლევან ჩილჩავამ, მერაბ შარიქაძემ და კახა ასეიშვილმა დადეს.

"ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანადას გავუტანეთ 6 ლელო, მათთან ერთ კონკრეტულ თამაშში ავიღეთ 54 ქულა (აქამდე მაქსიმუმი 22 იყო) და დავამარცხეთ 32-ქულიანი სხვაობით," - ნათქვამია საქართველოს მორაგბეთა ეროვნული კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მილტონ ჰეიგის გუნდი ნოემბრის ტესტ-სერიის მორიგ შეხვედრას სტუმრად კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ 18 ნოემბერს გამართავს, ხოლო 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს.

Print