ახალი ამბები
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 8 საათზე გაიხსნა
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.
ქუთაისის #59 საოქლო სარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროცედურულ დარღვევას ადგილი არ აქვს და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

კენჭისყრის პროცესი თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატარდება.

ამ ოლქებში ამომმრჩეველმა ქალაქისა და თვითმმართველი თემის მერი უნდა აირჩიოს.

ცესკომ არჩვნების მეორე ტურისთვის 299 450 ბიულეტენი დაბეჭდა.

ქუთაისში მერობის კანდიდატები "ქართული ოცნებიდან" გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე იქნებიან, თუმცა, "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის მიუხედავად, ბიულეტენებში ისინი მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია, აქედან ერთი სპეცუბანი. ქალაქში სულ  152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.


Print