ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ სტიქიის შედეგად დაბინძურებულ ოღასკურას ასუფთავებენ (ფოტო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის  სათაურით ოღასკურა - "ქრონიკული ავადმყოფი" საყოფაცხოვრებო ნაირფეროვნებით – შემდეგ - სტიქიის შედეგად დაბინძურებული მდინარე ოღასკურას გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს.



ააიპ "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაციაში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, რომ სამუშაოებისთვის ერთი ერთეული სპეც ტექნიკა (ტრაქტორი) და დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელია მობილიზებული.

"სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილეს, არჩილ ჭავჭანიძეს თქმით, მდინარეს გაწმენდითი სამუშაოები ორ დღეში დასრულლება.

"იწმინდება ბუხაიძის ქუჩიდან 35-ე საჯარო სკოლამდე ტერიტორია, რადგან სწორედ ამ მონაკვეთშია სკოლა, რომელიც დაიტბორა და საცხოვრებელი კორპუსები," - ამბობსს ჭავჭანიძე.

მისივე განცხადებით, გაწმენდის შემდგემ მდინარეს კალაპოტი უფრო კარგად გაატარებს წყლის ნაკადს, რაც სტიქიის განმეორების, შემთხვევაში მოსახლეობას დატბორვისგან დაიცავს.



ქუთაისში მდინარე ოღასკურა, რომელიც მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის ქუჩები, ასევე N35 საჯარო სკოლა დატბორა.

გარემოს დამცველები მდინარის გაწმენდის აუცილებლობაზე მიანიშნებდნენ, რადგან კალაპოტი მოსახლეობის მიერ ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით იყო სავსე.

გარემოს დამცველები წინააღმდეგ შემთხვევაში, სტიქიის განმეორებას და უფრო სავალალო შედეგების გამოვლენას პროგნოზირებდნენ.

ამავე თემაზე:

მდინარე ოღასკურა სტიქიის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)


ოღასკურა - "ქრონიკული ავადმყოფი" საყოფაცხოვრებო ნაირფეროვნებით

ქუთაისის დატბორილი ქუჩები (ვიდეო)

ევაკუაცია საჯარო სკოლებში - ბავშვები სამაშველო სამსახურს გამოჰყავს

Print