ახალი ამბები
2017 წელს საქართველოს მოქალაქე 3 097 უცხოელი გახდა
FaceBook

საქართველოს მოქალაქეობა 2013-2017 წლის მონაცემებით, 23 011-მა ადამიანმა მიიღო.

ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქე 3 097 უცხოელი გახდა.

2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში 85 604-მა უცხოელმა კი ბინადრობის ნებართვა მიიღო, მათგან 26 111-მა _ მუდმივი ბინადრობისა, ხოლო 59 49- მა დროებითი ბინადრობისა. ჯამში, 108 615-მა პიროვნებამ მიიღო ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა.

დროებითი ბინადრობის ნებართვა ყველაზე დიდი რაოდენობით, 22 089 პირზე, 2015 წელს გაიცა, ხოლო მუდმივი ბინადრობის _ 9 407 პირზე.
2017 წლის მონაცემებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვა 13 336 პირმა, მუდმივისა კი _ 2 820-მა. საქართველოს მოქალაქეობის მიღების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013 წელს აღირიცხა _ 6 440 ადამიანი.

 

Print