ახალი ამბები
ქუთაისის მერმა საპატიო და ღვაწლმოსილი ქუთაისელები დააჯილდოვა
FaceBook
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილი და საპატიო ქუთაისელები დააჯილდოვა.
ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ქუთაისის არქივის დირექტორს, მერაბ კეზევაძეს;  მოქანდაკე გიორგი კიკვაძეს; მუსიკოს ნესტან მესხსა და ტ/კ "რიონის" ოპერატორს, რეჟისორს, გია ვაშაკიძეს. 

ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება მიენიჭათ: მეწარმეებს:  შოთა დარსაველიძეს,  ვაჟა ჯაფარიძეს და მერაბ ვაწაძეს. ასევე, ექიმ  თემურ ტაბიძეს. 

ღვაწლმოსილი და საპატიო ქუთაისელის წოდებას  ქუთაისის მერიის ,,პატივგების" კომისია ანიჭებს.
Print