ახალი ამბები
ქუთაისში ქვეითი ავტოავარიამ იმსხვერპლა
FaceBook
ქუთაისში, ბალახვანში ავტოავარიის შედეგად  შუახნის მამაკაცი გარდაიცვლა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, 9 ნოემბერს ღამის საათებში მოხდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ  მამაკაცს გზაზე შეშა გადაჰქონდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

"ურმით  შეშა  მიჰქონდა სახლში და გზას ჭრიდა. ამ დროს დაეჯახა მანქანა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა," - ამბობს თვითმხილველი ირაკლი ადეიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლოატაციას გულისხმობს.



Print