ახალი ამბები
"მეშახტეობა ურთულესი საქმიანობაა " - ტყიბულში მეშახტეთა მემორიალი გაიხსნა
FaceBook
"ტყიბულელი მეშახეების სადიდებლად," - ამ წარწერით ტყიბულში, მეშახტეთა ქალაქის სიმბოლოდ აღმართული მემორიალი გაიხსნა.

მეშახტეთა შრომის პატივგების მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში დიდების მემორიალი გუშინ 8 ნოემბერს საზეიმოდ გახსნეს.

მემორიალს მიწისქვეშა სანათის ფორმისაა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან მეშახტეებმა მუშაობის დროს თავდაპირველად სწორედ მიწისქვეშა სანათი გამოიყენეს

მემორიალი თავდაპირველად საქველმოქმედო ფონდში შეწირული თანხით უნდა აშენებულიყო. თუმცა, როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, ამ ფორმით ფული ვერ შეგროვდა, რის გამოც, მემორიალი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხარჯებით აშენდა. რისთვისაც 30 000 ლარამდე დაიხარჯა. 

"ურთულესი საქმიანობაა მეშახტეობა რაც დიდებისა და პატივისცემის ღირსია," - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე. 

ტყიბულის ეკონომიკის ძირითადი დარგი ქვანახშირის მრეწველობაა.

ქალაქში ქვანახშირის მოპოვება XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო.



Print