ახალი ამბები
ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა
FaceBook
ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი პოლიციის ზეწოლა გახდა.
გარდაცვლილის და იხსენებს, რომ მისი ძმები ჯართს აგროვებდენენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს, პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ კი ამირან კვირიკაშვილმა თქვა, რომ ან მათ მოკლავდა ან თავს მოიკლავდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველები მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, მამაკაცმა კი ზეწოლას ვერ გაუძლო.

გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print