ახალი ამბები
"გაირიცხა სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო" – ქუთაისის მედიასკოლის დირექტორი
FaceBook
ქუთაისის მედიასკოლიდან მოსწავლის გარიცხვაზე, სასწავლებლის დირექტორი, ნატალი  პატარიძის განმარტებით,  მოსწავლე სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო გაირიცხა და არა კონკრეტული ფეისბუქპოსტი გამო.

"გაირიცხა არა კრიტიკული გამონათქვამების, არამედ სიძულვილის ენის ტირაჟრების გამო, რომელსაც ოთხი დღე პოსტავდა. ვინაიდან მას მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა გაფრთხილება ამ საკითხზე. რომელ სივრცეშიც მოხდა მისგან პოზიციის დაფიქსირება, იმავე სივრცეში მოხდა რეაგირებაც საბოლოოდ, სკოლის შიდა განაწესის საფუძველზე," - ამბობს ნატალი პატარიძე.

"ქუთაისიპოსტის" კითხვაზე, სიძულვილის ენის გამოყენების გამო, თავად მედიასკოლა ხომ არ მოექცა მოსწავლეს დისკრიმინაციულად, პატარიძე განმარტავს, რომ სკოლის შიდა განაწესით იკრძალება სიძულვილის ენის ტირაჟირება, რაც მათი სტანდარტებთან შეუსაბამოა.

"სკოლის შიდა განაწესით იკრძალება სიძულვილის ენის ტირაჟირება, ეს არის ჩვენი სტანდარტი და ღირებულება", – ამბობს ნატალი პატარიძე.

ანზორ სვიანიძე ლგბტ თემის წევრების მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამო სასწავლებლიდან 6 ნოემბერს, სასწავლებლის ადმინისტრაციამ გარიცხა.



ამავე თემაზე:

ქუთაისის მედიასკოლიდან სტუდენტი ლგბტ თემაზე დაწერილი სტატუსის გამო გარიცხეს

ქუთაისის მედიასკოლიდან გარიცხული მოსწავლის საქმით "საია" დაინტერესდება


Print