ახალი ამბები
ქუთაისის მედიასკოლიდან სტუდენტი ლგბტ თემაზე დაწერილი სტატუსის გამო გარიცხეს
FaceBook
ქუთაისის მედიასკოლის მოსწავლე, ანზორ სვიანიძე ლგბტ თემის წევრების მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამო სასწავლებლიდან გარიცხეს.


ანზორ სვიანიძის თქმით, ის სკოლიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან საკუთარ სოციალურ ქსელზე დადო პოსტი, სადაც აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას ლგბტ თემის წარმომადგენლებზე.

"ქუთაისიპოსტი" უცვლელად გთავაზობთ პოსტს, რომელიც საკუთარ სოციალურ ქსელზე ანზორ სვიანაძემ დადო, რაც მისი სკოლიდან გარიცხვის მიზეზი გახდა: 



თავის მხრივ, მედიასკოლის დირექტორი ნატალი პატარიძე, სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აცხადებს, რომ სკოლის მოსწავლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მედიასკოლის პრესტიჟს ლახავს. მისივე თქმით, მან სკოლიდან გარიცხვამდე, მოსწავლე არაერთხელ გააფრთხილა, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტები არ გაევრცელებინა. რასაც, თავის მხრივ, უარყოფს სკოლის მოსწავლე. 

"ქუთაისიპოსტი" ასევე ნატალი პატარიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტის სქრინს გთავაზობთ, რომელიც მოგვიანებით წაშალა. 



ანზორ სვიანაძე აქციებს აანონსებს და ამბობს,  რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას გაგრძელებს.

Print