ახალი ამბები
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა
FaceBook
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა.
"იმისათვის, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესმა თავისუფალ, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს, კომისია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, 12 ნოემბერს, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებში არ დაუშვან ე.წ. სამაგიდო სიებიდან ინფორმაციის, მათ შორის, პირადი ინფორმაციის, გამოთხოვა იმის გასარკვევად, მიიღო თუ არა მონაწილეობა ამომრჩეველმა ხმის მიცემის პროცესში.

უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ სამაგიდო სიების გამოყენება მსგავსი ინფორმაციის მისაღებად ეჭვქვეშ აყენებს კენჭისყრის ფარულობას. გარდა ამისა, ინფორმაცია შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისაყვანად", – ნათქვამია რეკომენდაციაში.

არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ჩატარდება,  ის  საქართველოს 6 ქალაქში გაიმართება. ესენია: ქუთაისის, ყაზბეგი, ბორჯომი, ხაშური, ოზურგეთ, მარტვილი.


Print