ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სწავლის თანხის დაფინანსება დეკემბრიდან დაიწყება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის თანხის ნაწილი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსთვის დაუფინანსდებათ. სასწავლებლის  სტუდენტურ თვითმმართველობაში  განმარტავენ, რომ სწავლის დაფინანსების სურვილი 200-მდე სტუდენტმა გამოთქვა.

"საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვიდა. ახლა შერჩევა მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ დეკემბრის ბოლოს უკვე სტუდენტებს სწავლის გადასახადის ნაწილს დავუფინანსებთ",  - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი.

სწავლის თანხა იმ სტუდენტებს დაუფინანსდებათ
, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ცოლ-ქმარი ან დედმამიშვილი, საქართველოს ტერიოტრიაზე იძულებით გადაადგილებული და დედით ან მამით ობოლი.

სწავლის დაფინანსების მინიმალური თანხა არის 100, ხოლო მაქსიმალური 300 ლარი იქნება. მსგავსი პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელსაც განხორციელდა. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს ეს პროექტი ორივე სემესტრში განხორციელდა. სულ 154-მდე სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის გადასახადი, რისთვისაც სასწავლებლის ბიუჯეტიდან 40 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა.

Print