ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებლებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
FaceBook
შეხვედრა მერიის  სხდომათა დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ღია კარის დღის პრიციპით, დღეს სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებლებს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანია თავად მერიის წარმომადგენლებმა აუხსნან ნებართვის მაძიებლებს სატრანსპორტო ხაზებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის როგორ უნდა მოაწესრიგონ საჭირო დოკუმენტაცია.
ქუთაისის მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი მომდინარე წლის 29 მაისს ჩაატრა. 15 ლოტად გამოცხადებულ კონკურსზე გამარჯვებული მხოლოდ 5 ლოტში გამოვლინდა. მერია მეორედ კონკურს 22 ივნისს ჩაატარებს.
Print