ახალი ამბები
საკონდიტროში, სადაც შეძენილმა ტორტმა ზესტაფონის ბაღის აღსაზრდელები მოწამალა, დარღვევები აღმოაჩინეს
FaceBook

ზესტაფონში, სოფელ ილიმეს საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მოწამვლა საკონდიტროში შეძენილმა ტორტმა გამოიწვია.


სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტროში, სადაც ტორტი იყო დამზადებული დარღვევები აღმოაჩინეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტორტში, რომელიც აღსაზრდელებმა მათი თანატოლის დაბადების დღეზე, სოფელ ილიმეს საბავშვო ბაღში მიირთვეს სტაფილოკოკის ბაქტერია აღმოჩნდა.

"როგორც კი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, მაშინვე შევამოწმეთ საკონდიტრო და დაუყონებლივ მოხდა მისი დახურვა, რადგან, ადგილზე შემოწმების დროს იყო კრიტიკული დარღვევები დეზინფექცირების და სურსათის უვნებლობის კუთხით, ხოლო უშუალოდ იმ ტორტის ანალიზმა გვიჩვენა, რომ საკონდიტრო ნაწარმში აღმოჩნდა მიკრობიოლოგიური დარღვევა ნაპოვნი იქნა სტაფილოკოკის ბაქტერია", - განმარტეს ჩვენთან საუბარში სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

მათი თქმით, ზესტაფონში მდებარე აღნიშნულმა საკონდიტრომ აღმოჩნილი დაღვევები უკვე გამოასწორა და ბიზნესოპერატორს მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან საქმიანობის უფლება აღუდგა.

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს ზესტაფონის სოფელ ილიმეს ბაღში მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში 11 ადამიანი გადაიყვანეს. ზესტაფონის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელის თქმით, ბაღში ბავშვების მოწმვლა ერთ-ერთი მშობლის მიერ დამზადებულმა ნამცხვარმა გამოიწვია.


 

Print