ახალი ამბები
საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის 8 მილიონიან პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჩხერე-ონის დამაკავშირებებლი გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 8 710 918 ლარის ღირებულების ტენდერი (DAP170000183) გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საჩხერე-ქვემო ხევის, რომელიც გომი-საჩხერე-ჭიათურა- ზესტაფონის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრიდან იწყება, რაც, საბოლოო ჯამში, საჩხერეს ონთან დააკავშირებს.

პროექტის მიხედვით, გზაზე უნდა მოხდეს ახალი წყალგამტარი მილების, გაბიონის დამცავი კედლების, გადაკვეთებისა და ადგილობრივი შესასვლელების მოწყობა. ასევე, დამონტჟდება საგზაო ნიშნები.

ჯამში, საჩხრე-ონის გზა 50 კილმეტრიანი იქნება და 2 საათით შეამცირებს გზას თბილისამდე.

რეგინოლური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის ვადა მიმდინარე წლის 27 ნოემბერს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უნდა დაიწყოს. გზის რეაბილიტაცია კი, 10 თვეში უნდა დასრულდეს.

Print