ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში ქარი ჩადგება, ხოლო ღამით ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ჰაერის ტემპერატურის დაკლება.

"6 ნოემბრის საღამოს იწვიმებს, ასევე, წვიმა  არის მოსალოდენლი 7 ნოემბერს დილის საათებში.  ჰაერის ტემპერატურა დაიწევს და იქნება 20 გრადუსი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 8-9 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში კვლავ არამდგრადი ამინდი და ხანმოკლე წვიმა იქნება. თუმცა, სინოპტიკოსები გამოდარებას 11 ნომებრიდან პროგნოზირებენ.


Print