ახალი ამბები
იმერულ დერბიში "ტორპედომ" გაიმარჯვა
FaceBook
ეროვნული ლიგის 33-ე ტური იმერული დერბით დასრულდა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" სამტრედიის საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" უმასპინძლა. თამაში "ტორპედოს" სასარგებლოთ ანგარიშით 2:0  დასრულდა. ორივე გოლი ქუთაისელი შემტევის, თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა.

მატჩი ქუთაისელების სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ქუთაისელებს არ უმართლებდათ. სამტრედიელებმა რამდენიმე მომენტი მატჩის მეორე ტაიმში შექმნეს, თუმცა, უშედეგოთ.

ამ მოგებით "ტორპედოს" 67 ქულა დაუგროვდა და ისევ მეორე ადგილზეა. რაც შეეხება "სამტრედიას", ის 61 ქულით მესამე ადგილის იკავებს.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print