ახალი ამბები
მკვლელობა თერჯოლაში - გარდაცვლილია 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი
FaceBook
მკვლელობა მოხდა თერჯოლის სოფელ ახალთერჯოლაში. 29 წლის ბექა გურგენიძე ბებიამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მისი მეგობარი მივიდა და ყელის არეში ესროლა.

ბექა გურგენიძე ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს, რადგან ამბობენ, რომ ისინი ახლო მეგობრები იყვნენ და არც რამე კონფლიქტის შესახებ სმენიათ.

,,დილით ვნახე ლოგინზე იყო წამოწილილი. ვკითხე,ბებია რატომ დალიე ამდენითქო და გამოვედი. მერე ჩემს საქმეებზე წამოვედი და რომ მოვედი ლოგინზე სისხლში ცურავდა, უკვე გარდაცვლილი იყო. ხშირად დადიოდა ჩვენთან, არ მენახებოდა და არც ჩემს შვილიშვილს შორდებოდა, სულ მასთან იყო და ხომ არ დავუშლიდი,მეგობრობდნენ", - ამბობს დაღუპულის ბებია, ქეთევან გველესიანი. შემთხვევა 3 ნოემბერს, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,ეჭვმიტანილი შსს -მ ცხელ კვალზე დააკავა.
Print