ახალი ამბები
იმერული დერბი - "ტორპედო" "სამტრედიას" საკუთარ მოედანზე მიიღებს
FaceBook
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისის "რამაზ შენგელია" სახელობის სტადიონზე დღეს გაიმართება. ქუთაისის "ტორპედო" სამტრედიის საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" დაუპირისპირდება.
იმერული გუნდები ცხრილში მეზობლად არიან, "ტორპედოს" 64 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, "სამტრედია" კი, მესამე ადგილს 61 ქულით იკავებს.
მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ეს კლუბები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, აქედან სამი "ტორპედომ" მოიგო, ერთი "სამტრედიამ" და ერთიც ფრედ დასრულდა.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print