ახალი ამბები
წყალტუბოში სახალხი დღესასწაული გაიმართა
FaceBook

წყალტუბოში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული  "შემოდგომის წყალტუბო" და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა " გაიმართა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საფესტივალო ქალაქი მოეწყო, სადაც წარმოდგენილა უამრავი საინტერესო სანახაობა, იმერული ფაცხები, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, მარათონი, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ღონისძიებაში მონაწილეობენ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები.

წყალტუბო მასპინძლობს დამეგობრებული ქალაქის სალდუსის ოფიციალურ დელეგაციას.

გაიმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრის, პროექტის CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით ჩატარდება გრანდიოზული კონცერტი, მაყურებლის წინაშე წარდგება ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა.


 

Print