ახალი ამბები
ქვიტირის გზაზე ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
FaceBook
ქვიტირის გზაზე ბე ემ ვეს–ს მარკის ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, მსუბუქად დაშავდა ბე ემ ვეს–ს მძღოლი.

თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით მოდიოდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერს შეეჯახა.

მომხდარის გამო ქვიტირის ცენტრალურ გზაზე მოძრობა  გადაკეტილია. ავტომობილები ბუკიას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print