ახალი ამბები
1774 ბრძანება და 652 სამართლებრივი აქტი - ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობის სტატისტიკა
FaceBook
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულომ, რომელსაც უფლებამისილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, 2014 წლის 14 ივლისიდან ამ დრომდე, სულ 652 სამართლებრივი აქტი გამოსცა.

სტატისტიკური მონაცემები ქალაქის საკანონდებლო ორგანომ მოგვაწოდა.

652 სამართებრივი აქტიდან 192 საკრებულოს დადგენილება, ხოლო 460 განკარგულებაა. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის მიერ ამავე პერიოდში გამოცემულია 1774 ბრძანება.

როგორც საკანონდებლო ორგანოში განმარტავენ, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ყურადღება ნორმატიულ აქტებზე მსჯელობას დაეთმო. მათ შორისაა, მერიის დებულება, რომელშიც ცვლილება სულ 10-ჯერ განხორციელდა, შვიდი ცვლილება კი პროგრამა "კორპუსის" აღრიცხვის წესში შევიდა.

რაც შეეხება, ადგილობრივ ბიუჯეტს, საკრებულომ 2014 წლის განმავლობაში მასში - ხუთი, 2015 და 2016 წლებში - რვა, 2017 წელს კი ხუთი ცვლილება შეიტანა.
11 ცვლილება შეეხო მერიის საშტატო ნუსხას, რომელიც 2014 წლის 14 ივლისს დაამტკიცეს.

2015 წლის 25 თებერვალს დამტკიცებულ საპრივატიზაციო და სარგბელობაში გასაცემი ობიექტების სიაში კი ცვლილება 25-ჯერ შევიდა.

ამავე პრიოდში, სხვადასხვა დროს საკრებულომ შენობის ფასადებზე, ცნობილი ადამიანების და საზოგადო მოღვაწეების პატივგების მინით, მემორიალური დაფების გაკვრის შესახებ განკარგულებები გამოსცა. ასევე, განკარგულებები მერიის ბალანსზე არსებული ქონების პირადაპირი განკარაგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ან უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.

რაც შეეხება, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ ისინი ძირითადად, საკრებულოს სხდომების მოწვევას, საჯარო მოსამსახურეთა მიღებას და მათ შვებულებას და სხვა საკითხებს ეხება.



Print