ახალი ამბები
გენდერული თანასწორობა და განათლება - წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების კითხვები ესტონეთის პრეზიდენტს
FaceBook

ესტონეთის განვითარება და განათლების სფეროს წარმატეტბები - ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო ესტონეთის პრეზიდენტმა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა.


კერსტი კალიულაიდმა იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ესტონეთში რთული ეკონომიკური თუ სოციალური მგომარეობა იყო. თუმცა, პრობლემების მიუხედავად ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლა შეძლო.

"ჩემი ქვეყანა ძალიან პატარაა ფართობით. თუმცა, შეძლო გადაეტანა უამრავი დაბრკოლება, რომელიც ბოლო 23 წლის განმავლობაში წინ შეხვდა. ჩვენს რეგიონში რა თქმა უნდა, არსებობდა შევიწრობის საფრთხეები, ასევე მძიმე იყო ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა, ესტონეთმა კარგი ისტრიული გაკვეთილი გამოირა. რის შემდეგაც შეძლო ბიზნესის, განათლების თუ ტექნოლოგიების კუთხით წინ წასვლა", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა.

შეხვედრაზე, რომელიც თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძლედებოდა ესტონეთი პრეზიდენტი, ასევე შეეხო საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირში. მისი თქმით, საქართველოს წინსვლის ტემპი საგრძნობია.

"მოთმინებით უნდა დაელოდო, როდის გაიღება ფანჯარა, იმისთვის რომ შეძლოს საქართველომ დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროგაერთიანებში. საქართველოს და ესტონეთს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა ბევრი მიმართულებით რაც იმედი მაქვს ქვეყანას დაეხმარება",  - განმარტა ესტონეთი პრეზიდენტმა.

1990 წლიდან დღემდე ესტონეთში ეკონომიკისა და განთლების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ლექციის სასრულების შემდგე შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძლედა. წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ესტონეთის პრეზიდენტს ესტონური განათლების წინსვლაზე და გენდერული საკითხების დარეგულირებაზე დაუსვეს კითხვები.

"მე ვიმყოფებოდი ესტონეთში სასწავლებლად, მინდა გკითხით რამდენად იცვლება ესტონური განათლების სისტემა წლიდან წლამდე და თუ სთავაზობს ის სიახლეებს სტუდნეტებს",  - კითხვა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა ესტონეთის პრეზიდენტს დაუსმვა.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, ქევყანაში განათლების მდგომარეობა მუდმივად პროგრესირებს, ამიტომ ესტონეთის უნივერსიტეტები სტუდენტებს ნამდვილად არ გაუცრუებს იმედებს.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა აკაკი საღინაძემ კი, ესტონეთის პრეზიდენტს კითხა თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მიღწევა.

"მე ფემინისტი ვარ და მსურს ჩვენს ქვეყანაშიც ისევე, იყოს ქალების უფლებების დაცული როგორც თქვენთან, თქვენ ესტონეთის პირველი ქალი პრეზიდენტი ხართ როგორ მოახერხეთ ეს და რა უნდა გაკეთდეს გენდერული ბალანსის მისაღწევად საქართველოში", - კითხის ავტორი აკაკი საღინაძე.

" ვერ ვიტყვი რომ ესტონეთში 50 - 50% არიან ქალები და მამაკაცები პარლამენტში, თუმცა ნამდვილად ფაქტია რომ მე ახლა პრეზიდენტი ვარ, თუმცა, არ არის მარტივი გახდე ესტონეთის პრეზიდენტი. ამ მიმართულებით აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა თქვენს ქვეყანაშიც" - უპასუხა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ.

ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტში დასრულდა. რის შემდეგაც კერსტი კალიულაიდი ქუთაისის მერს და წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდება.


 

Print