ახალი ამბები
ჭიათურის თავზე 12 მ სიმაღლის გერბი დაამონტაჟეს (ფოტო)
FaceBook
ჭიათურის თავზე, საშევარდნოს კლდეზე 12 მეტრი სიმაღლისა და 6 მეტრი სიგანის ჭიათურის გერბი დამონდაჟდა. 

ჭიათურის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ შეყლაშვილის თქმით, გერბის დამნტაჟებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 ათას ლარამდე დაიხარჯა.

"გერბს სიმბოლური დატვირთვა აქვს და ალამაზებს მუნიციპალიტეტის იერსახეს," - აცხადებს თეიმურაზ შეყლაშვილი.

მისივე თქმით, მთაზე აღმართული გერბი ლითონის გამძლე კონსტრუქციისგანაა დამზადებული.

ჭიათურის გერბზე ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ვერტიკალურ ველად. I ნაწილზე - ზურმუხტის ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარია, მის ქვემოთ ვერცხლის კლდე (კაცხის სვეტი), რომლის თავზეც აღმართულია ოქროს საყდარი.

II ნაწილზე - სევადის ველზე მოთავსებულია ოქროს სამი რონოდა ("ვაგონეტკა"), მათ ზემოთ მაღაროელის ვერცხლის ნიჩაბი. გერბის ქვედა ნაწილში ორივე ნახევარს კვეთს სამი ვერცხლის შემცირებული სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - "ჭიათურა".
Print