ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის წინ ე.წ. ზებრა გადასასვლელის დახაზვას ითხოვენ
FaceBook
სტუდენტები და სპეციალისტები თამარ მეფის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ქვეითთა  გადასასვლელის დახაზვას ითხოვენ.

სტუდენტების თქმით, სასწავლებლის წინ, სადაც მოძრაობა აქტიურია, გზის გადაკვეთა ქსეროსისთვის სისტემატიურად უწევთ. 

"უსაფთხოებითვის  აუცილებელია რომ დაიხაზოს ე.წ. ზებრა გადასასვლელი",  - ამბობს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ კამლაძე. 

ავტოსკოლა "იმერეთის" ხელმძღვანელი, გიორგი აბზიანიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ზებრების დახაზვა სირთულეს არ წარმოადგენს და ქვეითების უსაფრთხოების დაცვისთვის ის აუცილებელია.

ქალაქში ქვეითაა გადასასვლელების მოწყობას  ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ სპეციალური სერვისები ახორციელებენ. ორგანაციაში განმარტავენ, რომ ისინი ე.წ. ზებრა გადასასვლელებს საპატრულო პოლიციასთან შეთანხმების შემდეგ აკეთებენ.  მათი თქმით, თუკი იქნება მომართვა  წერეთლის ქუჩაზეც დახაზავენ  ქვეითთა გადასასვლელებს. 

ქუთაისში ამ დროისათვის 130-მდე ზებრა - გადასავლელია დახაზული.
Print