ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებელთათვის სტიპენდიას აწესებს
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებელთათვის სტიპენდიას აწესებს.
პროექტი დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. რომლის თანახმადაც, სტიპენდიას ის სტუდენტები მიიღებენ, რომლებმაც დიპლომის აღების შემდეგ საკვალიფიკაციო გამოცდაში მაღალ შეფასებას მიიღებენ.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნორაიდელი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ სტიპენდიანტები გამოვლინდებიან გამოცდის დასრულების შემდეგ მიღებული ქულების რეიტინგის მიხედვით.

"სტიპენდია პირველ 10 სტუდენტს დაენიშნება, რომლებიც მაღალ შეფასებას მიიღებენ და თითოეული დაფინანსდება 22000 ლარით. ეს პროექტი არ არის შეზღუდული და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან სტუდენტს, " - ამბობს ნათია ნოღაიდელი.

მისივე თქმით, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სტუდენტთა დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს დეფიციტური სპეციალობების პოპულარიზაციას.



Print