ახალი ამბები
„ტორპედო“ საქართველოს თასის ფინალშია
FaceBook
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალურ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერეს "ჩიხურა" ითამაშებს.

1 ნოემბერს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" ნახევარფინალში თბილისის "დინამო" ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

თამაშის ბედი მატჩის დასრულების შემდეგ, პენალტების სერიაში გადაწყდა.

"ტორპედოს"თასის ფინალში მეტოქეობას "ჩიხურა" გაუწევს, რომელმაც ასევე 1 ნოემბერს მარტვილის სტადიონზე გამართულ ნახევარფინალურ მატჩში ხონის"იმერეთი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა.




Print