ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.  ინფორმაცია ამის შესახებ ცესკოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე შეაჯამა 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიც.

საბოლოო შედეგები ცესკოს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამაც გადაუგზავნა. 

მეორე ტური ერთ თვითმმართველ ქალაქსა და 5 თვითმმართველ თემში გაიმართება.

ცესკოს მონაცემებით, ყველა აღნიშნულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა, მათ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ბარიერი ვერც მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ გადალახა, თუმცა, უკვე წინასწარაა ცნობილი, რომ მას მეორე ადგილზე გასული "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე კონკურენციას არ გაუწევს, რადგან "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. თუმცა, ისინი უარს არ ამბობენ საკრებულოებში მიღებულ მანდატებზე.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატების ბიულეტენები არჩევნების მეორე ტურისთვის ქუთაისსა და მარტვილში.

მმართველ გუნდს ყაზბეგში "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს", ხოლო ბორჯომში-"პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატები გაუწევენ კონკურენციას. ოზურგეთსა და ხაშურშიი კი "ქართული ოცნების" კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა. 




Print