ახალი ამბები
ქუთაისში სკოლის პედაგოგი მოსწავლეების მიმართ უხეში ქცევის გამო დირექტორმა გაათავისუფლა
FaceBook

ქუთაისში, საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, დირექტორმა გაათავისუფლა.


მასწავლებელი სამსახურიდან, დაახლოებით 5 დღის წინ დაითხოვეს. ქუთაისიპოსტის წყაროს ინფორმაციით, პედაგოგმა მშობელთა კრებაზე ერთ–ერთ მშობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენი ინფორმაციით, მშობელმა პედაგოგის მიმართ უკმაყოფილება მოსწავლეებთან არასათანადო მოპყობის
გამო გამოთქვა. მასწავლებლის მხრიდან მომხდარი დაპირისპირების გამო, მშობლებმა მისი სკოლიდან გაშვება ერთობლივად მოითხოვეს.

"არ ამოწმებდა საშინაო დავალებებს, მოსწავლეებსაც უხეშად ეპყრობოდა", – განმარტავენ ჩვენთან საუბარში.

ქუთაისიპოსტი შეგნებულად არ ასახელებს საჯარო სკოლას, სადაც პედაგოგის გათავისუფლება მოხდა. თუმცა, დავუკავშირდით სასწავლო დაწესებულების დირექტორს, რომელმაც ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა.

"პერსონალური მონაცემებია და ვერ დავასახელებ," - ამბობს სკოლის დირექტორი.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, განათლების სამინიტროსაც დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და პედაგოგების განთავისუფლება მათი კომპეტენცია არ არის.

ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობს აგრძელებს.  პედაგოგთან დაკავშირებისთანავე მის პოზიციასაც შემოგთავაზებთ. 



 

Print