ახალი ამბები
"ფლამინგოს" ყოფილ ტერიტორიაზე შადრევანი ეწყობა
FaceBook
ქუთაისში, კინო "საქართველოს" წინ, კაფე-ბარ "ფლამინგოს" ყოფილ ტერიტორიაზე შადრევანის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კინო "საქართველოს" დირექტორის თქმით, ტერიტორიაზე შადრევანის მოწყობა, სავარაუდოდ, ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.

"ვეძებთ კომპანიას, რომელიც  მოპირკეთების სამუშაოებს განახორცილებს," - ამბობს კინო "საქართველოს" დირექტორი, გიორგი ქათამაძე.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე, შადრევნისთვის მხოლოდ ბენოტის კონსტრუქციაა აწყობილი.

ადგილზე ადრე კაფე-ბარი "ფალმინგო" მდებარეობდა.

სწრაფი კვების ობიექტის დემონტაჟი მას შემდეგ მოხდა, რაც კინოს მეპატრონემ "ფლამინგოს" ადგილზე პარკირების მოწყობის მიზნით, ტერიტორიის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კინოს გახსნას არ აპირებდა.

ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" მეპატრონეს ალტერნატიულ ადგილად ბუხაიძის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი შესთავაზა, რაც ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ


"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

Print