ახალი ამბები
1 ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდა
FaceBook
1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შევიდა ძალაში.
რომლის მიხედვით, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირება ავტომატურ რეჟიმში მოხდება. ქუთაისში 20  ცალი  კამერა დამონტაჟდა. 

დამრღვევი მძღოლი ვიდეოჯარიმით შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;  ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;  სიჩქარის გადაჭარბება; მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებადა მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.

ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში  მას დაერიცხება საურავი  და  ჯარიმის იძულების წესით გადახდა მოუწევს.   დაკისრებული  ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში კი, პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს.

ამასთანავე, ე.წ. ჭკვიანი კამერებით დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.





Print