ახალი ამბები
როგორი იქნება ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე (ფოტო)
FaceBook
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბაგრატ მესამესა და დავით აღაშენებლის სახელობის ორსართულიანი, ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა მომდევნო კვირაში დაიწყება.

ამის თაობაზე "ქუთაისიპოსტთან" პროექტის ავტორი, არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი  განმარტავს. მისი თქმით, პირვე ეტაპზე მიწის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

"ეს მასშტაბური პროექტია და მშენებლობა 2-3 წელიწადს გაგრძელდება," - ამბობს მარჯანიშვილი.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტერიტორია, სადაც ეკლესია უნდა აშენდეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ  27 სექტემბერს აკურთხა. ორსართულიანი ეკლესია ორი წმინდანის, დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სახელობის იქნება.

ეკლესიის მშენებლობის პროექტის მიხედვით, ტაძარი 7000 კვ. მ.-ზე განთავსდება, ორსართულიანი ეკლესიის პირველი სართული ბაზილიკა, ხოლო მეორე გუმბათოვანი იქნება.




ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძრის პროექტი საპატარიარქომ და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცა.

სააგენტოს, პროექტის პირველ ვერსიაზე გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა, რომელიც არქიტექტორ ანდრო მარჯანიშვილის თქმით, გათვალისწინებული და კორექტირებულია.

ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალსდის" რესტორანზე მაღალი გამოჩნდეს. 


ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება


ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა

რეკომენდაციები ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტზე, რომელიც საპატრიარქომ დაამტკიცა

მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში, ის ადგილი აკურთხა, სადაც ეკლესია აშენდება (ვიდეო)
Print