ანონსი
“ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”-ის ქუთაისის ფილიალი გაიხსნება
FaceBook
2017 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე “ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”-ის ქუთაისის ფილიალი გაიხსნება. „ჯორჯიან სერვის გრუპ-2007” პირველი აუტსორსული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 10 წელია ევროპულ ბაზარს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ამჟამად, საქართველოში GSG 300 თანამშრომლით ყველაზე დიდი და მზარდი მომხმარებელთან ურთიერთობის კომპანიაა. 2007 წლიდან „ჯორჯიან სერვის გრუპ-2007” გერმანული ონლაინ მაღაზია “Zooplus”-ის სერვის პროვაიდერია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით კლიენტებს უწევს მომსახურებას. ამჟამად კომპანიაში ფუნქციონირებს 9 ენობრივი დეპარტამენტი:

გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, თურქული, პოლონური, ბერძნული, რუსული. ყოველდღიურად GSG-ში მუშავდება 37 500 დავალება, კერძოდ, 11 000 წერილი, 12 500 ზარი და 14 000 დამატებითი დავალება. Zooplus-ის ყოველწლიური 37 %-იანი ზრდის პარალელურად წარმატებით ვითარდება
„ჯორჯიან სერვის გრუპი_2007“ და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსა და აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ამ დროისთვის ქუთაისის ფილიალისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე 30 თანამშრომელია შერჩეული.

ერთი წლის განმავლობაში “ჯორჯიან სერვის გრუპ-2007” ქუთაისის ფილიალში 100 სამუშაო ადგილს შექმნის,
Print