ანონსი
ქუთაისში ფერების ფესტივალი გაიმართება
FaceBook
15 სექტემბერს ქუთაისში, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბეებთან, ფერების ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიება 17 საათზე დაიწყება.

ფესტივალზე ელექტრონული მუსიკას წარმოადგენენ.

მერიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია ქუთაისში მცხოვრები ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების მხარდაჭერა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფერების ფესტივალი "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში გაიმართება. მისი მხარდამჭერია ქუთაისის მერია.

Print