ანონსი
ქუთაისში, აზიური კინოს კვირეულზე, „ციცინათელების საფლავს“ აჩვენებენ
FaceBook
30 ივლისს ქუთაისში კინოჩვენება გაიმართება. კინოკვირეულზე, "ზაფხული საღამოების" ფარგლებში, აზიური ფილმები იქნება ნაჩვენები.

წარმოდგენილი იქნება "ციცინათელების საფლავი" (რეჟისორი ისაო ტაკაჰატა). სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.

"ზაფხულის საღამოების" ფარგლებში უკვე მოხდა რეჟისორების ვონგ კარ ვაის, კიმ კი დუკისა და ტაკეში კიტანოს ფილმების ჩვენება.

კინოკვირეული 31 ივლისს დასრულდება.

კინოჩვენებებს ქუთაისის მერია 2011 წლიდან აწყობს. ჩვენებები ღია ცის ქვეშ და ქალაქის სხვადასხვა ისტორიულ ადგილში იმართება.



Print