ანონსი
ქუთაისში, კინოკვირეულის ფარგლებში, ტაკეში კიტანოს „თოჯინების“ ჩვენება გაიმართება
FaceBook
29 ივლისს პროექტის "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში გამართულ კინოჩვენებებზე იაპონელი რეჟისორის ტაკეში კიტანოს ფილმის "თოჯინები" ჩვენება გაიმართება.

მანამდე წარმოდგენილი იყო აზიური კინოს ორი დიდი რეჟისორის ვონგ კარ ვაისა და კიმ კი დუკის ფილმები.

„კინოკვირეულების მიზანს ნამდვილი, ხარისხიანი კინოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. ამ პერიოდის მანძილზე წარმოდგენილი იყო "ქართული კლასიკური კინოს", "აქტუალური ევროპული კინოს", ჩაპლინისა თუ ფელინის კინოკვირეულები. ამჯერად აზიური კინოს პოპულარიზაციის დრო დადგა", - აღნიშნა პროექტის ავტორმა, კინომცოდნემ თამთა თურმანიძემ.

სეანსი დაიწყება 21:00 საათზე.

აღნიშნულ კინოჩვენებებს ქუთაისის მერია 2011 წლიდან აწყობს. ჩვენებები ღია ცის ქვეშ და ქალაქის სხვადასხვა ისტორიულ ადგილში იმართება.
Print