ანონსი
"ბიზნესი კლავს-სახელმწიფო ითვლის" - საპროტესტო აქცია თბილისში
FaceBook
თბილისში, 27 ივლისს, კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. "ბიზნესი კლავს - სახელმწიფო ითვლის" - ამ სახელწოდების აქცია შრომის ინსპექციის ამოქმედების მოთხოვნით ჩატარდება. აქციის ორგანიზატორია პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა.

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მართავს საპროტესტო აქციას  ქმედითი შრომის ინსპექციის მოთხოვნით. მოგმართავთ თხოვნით, მობრძანდეთ მთავრობის კანცელარიასთან ერთად მოვითხოვოთ ქმედითი შრომის ინსპენქცია", -აღნიშნულია ახალგაზრდული მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 ივლისს, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 26 ივლისს კი, თბილისში სახლის დემონტაჟისას 1 მუშა გარდაიცვალა და 4 დაშავდა. 

აქცია 17 საათზე დაიწყება.
Print