ანონსი
ქუთაისში, 11 ივლისს არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნება
FaceBook
11 ივლისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები გაიხსნება.
მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს ღია და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

მედიაცენტრებში დაგეგმილია:
• მედიაბრიფინგების ორგანიზება; კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება.
• ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (ცვლილებები საარჩევნო კოდექსში; არჩევნების ადმინისტრირების, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები; არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების სრულყოფილი სიები და ა.შ.).
• არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიების/ორგანიზაციების ბრიფინგები ჟურნალისტების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის. ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ბრიფინგები არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

მედიაცენტრებში უზრუნველყოფილი იქნება ლაივსტრიმების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

მედიაცენტრების სამუშაო საათები:
წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ ნოემბრის ჩათვლით: ორშაბათი - შაბათი 10:00 – 19:00 სთ.
არჩევნების დღეს - 08:00 – 22:00 სთ.
Print