ანონსი
ახალგაზრდული ცენტრისა და Teen club-ის გალა კონცერტი შშმ ბავშვების მონაწილეობით
FaceBook
25 ივნისს ქუთაისში, ახალგაზრდული ცენტრისა დაTeen club-ის ინიციატივით გალა კონცერტი გაიმართება.

კონცერტი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის "ჩვენ" ფარგლებში მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში რამდენიმედღიანი აქტივობა იგეგმება, რომელშიც ცენტრის ბავშვებთან ერთად სპეციალური საჭიროების მქონე 14 ბავშვიც მიიღებს მონაწილეობას  (მათ რეკომენდაციები განათლებისა და განვითარების, ასევე განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებმა გაუწიეს).  მათ ახალგაზრდული ცენტრის სხვადასხვა ჯგუფებში გაიარეს სწავლება.

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები ჩაერთვებიან ნახატების გამოფენაში, მუსიკალურ, საცეკვაო, თეატრალურ ჩვენებებში. ასევე, წარმოდგენილი იქნება მედიასკოლის სიუჟეტი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ადმიანების შესახებ ყვება.

გალა კონცერტი ღია ცის ქვეშ ახალგაზრდული ცენტრის წინ გაიმართება და მასში მონაწილეობას  ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბავშვებთან ერთად ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ.

კონცერტი 25 ივნისს 20:00 სთ-ზე დაიწყება. მას გახსნიან ახალგაზრდული ცენტრის ქორეოგრაფიული ჯგუფები, საბალეტო სკოლა, ლათინო ამერიკული ცეკვების სტუდია, ქართული ხალხური ცეკვის სტუდია და თანამედროვე ცეკვების სტუდია "Grance land“."

22:00 საათზე კიTeen club და ახალგაზრდული ცენტრი კონცერტს წარმოადგენს მუსიკოსების სოფო ტოროშელიძის, ელენე კალანდაძის, ნინა ყიფშიძის და სხვათა მონაწილეობით.

პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

კონცერტზე დასწრება უფასოა.

Print