ანონსი
„ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ“ - აქცია ქუთაისში
FaceBook
17 ივნისს, ქუთაისში, თეთრ ხიდზე „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ადგილობრივებთან ერთად აქციას გამართავს.

17 ივლისს, ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან ორი წელი სრულდება. ლევან აბზიანიძე, ორი წლის წინ პოლიციელებმა ნარკოშემოწმებაზე წაიყვანეს. გარდაცვალებამდე აბზიანიძემ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მას სამი აბი შარდმდენი იძულებით დაალევინეს.

ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა მეორე დასკვნა, რომელსაც გარდაცვალების მიზეზი უნდა დაედგინა, შარდმდენის მიღებას ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას არ უკავშირებს.

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრების თქით, ისინი იმიტომ იკრიბებიან რომ "პატივი მივაგოთ გარდაცვლილს და შევახსენოთ სახელმწიფოს და გამოძიებას, რომ არ მოვითმენთ მწამებელი და მკვლელი დამნაშავეების დაუსჯელობას. მიგვაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნას არავითარი არსებითი ღირებულება არ გააჩნია.ლევან აბზიანიძის თუნდაც გულის შეტევით გარდაცვალება არათუ ასუსტებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ფაქტია, აბზიანიძის გარდაცვალება მისი რამდენიმე საათიანი წამების პირდაპირი შედეგია", - აღნიშნავენ თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლები.

"ჩავიქნიე ხელი, შემეშინდა მართალი გითხრათ, ერთი შვილი მყავს, ყველაფერზე წამსვლელია ეს ხალხი, იმას ვერ გავაცოცხლებ, კი ვიბრძვი, მინდა ვიბრძოლო და მივაღწიო სამართალს მაგრამ..." - გარდაცვლილის მეუღლის, მადონა ჯიქიას სიტყვები.

აქცია თეთრ ხიდზე 21:00 საათზე გაიმართება,

Print