ანონსი
ქუთაისში 6 ივნისს 980 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
6 ივნისს ქუთაისში რიგ ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

შეღუდვის მიზეზი მაღალი ძაბვის ქვესადგურ "მოწამეთაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია, რომელიც 11:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 980 მომხმარებელს ქუთაისში, კლდიაშვილის, გელათის, კიბულას, ტყიბულის და მიმდებარე ქუჩებზე.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოებს დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება,


Print
თეგები: #6 ივნისი