ანონსი
„ცოცხალი წიგნები“ ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში  17 მაისს პროექტის, „ცოცხალი წიგნები“, ფარგლებში შეხვედრა  გაიმართება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ლიტერატურული სარდაფი პოეტებს უმასპინძლებს. შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, ეკა კვიციანი, ნიკა ჯორჯანელი, ალეკო შუღლაძე საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ ქუთაისელ პუბლიკას ( პროექტის ხელმძღვანელი, ქეთი დუმბაძე ) .

„ცოცხალი წიგნები“ კულტურის სამინისტროს პროექტია და იგი გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა პოეზიის საღამოები, გაიმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

ქუთაისში შეხვედრა  17: 00 საათზე დაიწყება. მანამდე შეხვედრა  წყალტუბოსა და ხონში გაიმართება.

"ცოცხალი წიგნები" ასევე, ეწვია იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებს ზესტაფონსა და ბაღდათს. იმერეთის ტურნე საჩხერესა და ჭიათურაში დასრულდება.

Print