ანონსი
მოიზღვავე წიგნები - წიგნების გამოფენა-გაყიდვა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (მერიის მიმდებარედ) გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა "მოიზღვავე წიგნები".

აქცია 18-19 მაისს ჩატარდება და 12:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ გამოფენაზე წიგნები 40-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხავა გამომცემლობები: „აზრი“, „არეტე„“, „არტანუჯი“, „დიოგენე“, "ინტელექტი“, 
გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"  და ა.შ.

ღონისძიების ორგანიზატორი წიგნების გამავრცელებელი კომპანია "ირიათონია". აღნიშნული  აქციის მიზანს მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმაოდგენს. 

პროექტის – "მოიზღვავე წიგნები" – ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და ზუგდიდში.

გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, კერძოდ  კეთილმოწყობისა და  კულტურის სამსახურები.
Print