ანონსი
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში აქცია „ღამე მუზეუმში“ გაიმართება
FaceBook
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია - "ღამე მუზეუმში" მოეწყობა.

მასში საქართველოს სხვა  მუზეუმებთან ერთად, ქუთაისის ისტორიული მუზეუმიც მიიღებს მონაწილეობას. 

ამ ღამეს ქუთაისის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებლებს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
აქცია „ღამე მუზეუმში„ შარშან პირველად ჩატარდა 

აქციას "ღამე მუზეუმში" - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის "ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.
Print