ანონსი
"დაინახეყველაფერი" - 2 და 3 მაისს ქუთაისში
FaceBook
მიმდინარე წელს ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულს ანტი-სტიგმა საკომუნიკაციო კამპანია "დაინახეყველაფერი" უერთდება.

ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგაა მიმართული.

2 მაისს "მონპლაზირის თაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე შშმ პირებისა და საოციალური საწარმოს ბენეფიციარების მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობები გაიმართება. ასევე, პარაორკესტრის წევრები მსურველებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლიან. დღის ბოლოს კი ისინი კონცერტს გამართავენ.

ამავე დღეს, ქუთაისელი მხატვარი, ლია უკლება, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდული ცენტრის შენობის ფასადს მოხატავს ანტი-სტიგმა კამპანიის სიმბოლიკით.

3 მაისს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება, სადაც სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს შეხვდებიან და მათგან საკუთარ ისტორიებს მოისმენენ.

კამპანია "დაინახეყველაფერი" აპრილ-ივნისის განმავლობაში გაგრძელდება. ქუთაისის შემდეგ, პრეზენტაციები ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, თელავში, მარნეულში, ახალციხესა და ბათუმში გაიმართება.

კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.





Print