ანონსი
ქუთაისში საბიბლიოთეკო კვირეული გაიმართება (პროგრამა)
FaceBook
28 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ტრადიციული საბიბლითეკო კვირეული გაიმართება.

კ ვ ი რ ე უ ლ ი ს პ რ ო გ რ ა მ ის თანახმად ღონსიძიებათა ციკლი 28 აპრილს გაიხსნება და სხვადასხვა შეხვედრებითა და პრეზენტაციებით გაგრძელდება.
14:00 სთ. - შეხვედრა მთარგმნელ თამარ ალფენიძესთან; 16:00 სთ. - თემურ ამყოლაძის 60 წლის იუბილე - შეხვედრა მწერალთან. ორივე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში

1 მაისი - 14:00 სთ. - 22-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, საქართველო-გერმანიის მეგობრობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება; გუმათჰესის დასახლება. 15:00 სთ. - მე -18 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების "ზებულონი"- გარჩევა. მის. ქუთაისი, ბუხაიძის მე-2 შეს. №3 (#17 ბაგა-ბაღთან) მე-18, მე-13, მე-20 საქალაქო ბიბლიოთეკების ერთობლივი ღონისძიება.

2 მაისი - 16:00 სთ. - მხატვრისა და ფოტოგრაფის, გელა ღაჭავას, ნახატების გამოფენა. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახ. საჯარო ბიბლიოთეკა

3 მაისი - 14:00 სთ. - გამოფენა "რევოლუციამდელი ქუთაისი საფოსტო ბარათებზე" იოსებ იარღანაშვილის კოლექცია. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახ. საჯარო ბიბლიოთეკა 16:00 სთ. - მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, საიუბილეო საღამო "ბიბლიოთეკა 100 წლისაა" . მის. დ. აღმაშენებლის №24 (ფოლკლორის სახლი წინ).

4 მაისი - 14:00 სთ. - ანდრია სინაურის ლიტერატურული სახლი, შეხვედრა მწერალ ცირა ყურაშვილთან; მის. ქუთაისი, ა.სინაურის №40 14:00 სთ. - მე -20 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, საქველმოქმედო ღონისძიება - "ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის" - სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში. მის. ქუთაისი, ი. აბაშიძის ქუჩა 15:00 სთ. - საბავშვო ლიტერატურის განყოფილება, ლადო ასათიანის დაბადების 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო: "სიცოცხლის და სიყვარულის მეხოტბე". მის. ქუთაისი, დუმბაძის №2 (ყოფილი ნინოშვილი). 16:00 სთ. - მე-8 საბავშვო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო. მის. ქუთაისი, ახალგაზრდობის №100/ა

5 მაისი -16:00 სთ. - მე-17 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, შეხვედრა შემოქმედ ექიმებთან. მე-17, მე-14, 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკების ერთობლივი ღონისძიება. მის. ილია ჭავჭავაძის №15

6 მაისი - დახურვა 14:00 სთ. - ავთანდილ ნიკოლეიშვილის წიგნის "ლაზეთი" წარდგინება. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა


Print