ანონსი
ქუთაისში მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად კონცერტი გაიმართება
FaceBook
მიმდინარე წლის 26 აპრილს ქუთაისში მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 15:30-საათზე დაიწყება.

კონცერტის ორგანიზატორია საქველმოქმედო ჯგუფი "მძიმე ჯვარი".

მასში მონაწილეობენ ჯგუფის ხელმძღვანელი, ზურაბ ორმოცაძე,  X ფაქტორის ფინალისტი, გიორგი ფრუიძე, პაპუნა რევიშვილი, თორნიკე სვანსკი ჯანხოთელი, X ფაქტორი სოფიო მაისურაძე, ნანა ჯიქია, X ფაქტორი, საბა ჩაჩუა, ენდი ნემსიწვერიძე, ლაშა ხაბულიანი და გიორგი იობიძე.

შემოწირულობისთვის ყუთი დაიდგმება, სადაც ყველას შეეძლება მრავალშვილიანი ოჯახის დასახამრებლად თავისი წვლილი შეიტანოს.

Print