ანონსი
ღია მაცივარი - ქუთაისში გამოფენა/დისკუსია გაიმართება
FaceBook
8 აპრილს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვიერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართება "ნეტგაზეთის" რეპორტიორის, გივი ავალიანის, ფოტოპროექტის "ღია მაცივარი", გამოფენა.

მაცივრის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახების დიდ ნაწილს ბევრი რამ აქვს მაცივარში შესანახი. ხშირად მაცივარი ოჯახის წარსული ღირსეული ცხოვრების ნაშთს წარმოადგენს ან ამჟამინდელი გაუსაძლისი ცხოვრების სიცარიელეს ინახავს.

ამ ფოტოპროექტის მიზანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ცარიელი, ნახევრად ცარიელი ან ელექტროენერგიის გადასახადის ვერგადახდის გამო კარადად ქცეული მაცივრებით, - აღნიშნავენ გამოფენის ორგანიზატორები.

გამოფენაზე გიორგი ხასაია ისაუბრებს თემაზე: "სხვისი გაჭირვების ყურებისას".

გამოფენა 16:30 საათზე გაიხსნება.

Print