ანონსი
დოკუმენტური სპექტაკლი "შვიდი" მესხიშვილის თეატრის სცენაზე
FaceBook
ქუთაისში  მესხიშვილის თეატრის თეატრში დღეს, 7 აპრილს 16:30 საათზე დოკუმენტური სპექტაკლი "შვიდი" გაიმართება. თეატრის მცირე სცენაზე, დოკუმენტური თეატრის ის პიესა გაცოცხლდება, რომელმაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე იმოგზაურა და გამბედავი ქალების ისტორიები მოყვა.

"შვიდს" ქუთაისელი შვიდი ქალი: ნინო თვალთვაძე, თეა ადეიშვილი, ესმა ხეცურიანი, ლელა სებუა, ლია უკლება, მარიტა როხვაძე და სალომე კუპატაშვილი, სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორობისთვის, გაბედული და ძლიერი ქალების ცხოვრებას წარმოადგენენ. პიესაზე შვიდმა ცნობილმა დრამატურგმა ქალმა იმუშავა.
ქუთაისში დადგმული სპექტაკლის რეჟისორია ინგა მესხორაძე.
პროექტს "ქალთა ფონდი საქართველოში" შვედეთის საელჩოსა და "შვედური ინსტიტუტის" მხარდაჭერით ახორციელებს.

Print